კონდიციონერი


ონდიციონერები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ტიპად:
მონობლოკური - რომელიც ერთი ბლოკისგან შედგება (ფანჯრის, მობილური)
სპლიტ-სისტემები რომელიც ორი და მეტი ბლოკისგან შედგება (კედლის, სვეტის, კასეტური, იატაკზედა, ჭერქვეშა, არხული და ა.შ)
პრაქტიკაში ძირითადად ორი ტიპის კონდიციონერი გამოიყენება, ფანჯრის მონობლოკური და კედლის სპლიტ სისტემა. ორივე საკმაოდ კარგად უმკლავდება თავის საქმეს.

მონობლოკური
ფანჯრის კონდიციონერი

როგორ ავირჩიოთ კონდიციონერიფანჯრის კონდიციონერის  პოპულარობას განაპირობებს გამწოვი ვენტილიაციის შესაძლებლობა, ადვილი მონტაჟი და მართვის სიმარტივე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მისი ჩამონტაჟება არა მარტო ფანჯარაში, არამედ თხელ კედელშიცაა შესაძლებელი.გასათვალისწინებელია სხვა ტიპის კონდიციონერებთან შედარებით მათი საკმაოდ დაბალი ფასიც.
დღესდღეობით თითქმის ყველა მწარმოებელი უშვებს ფანჯრის კონდიციონერებს 1,5-6 კვტ სიმძლავრით. მათ შორის ყველაზე მარტივებს შეუძლია ჰაერის მხოლოდ გაგრილება, შედარებით გაუმჯობესებული მოდელები კი როგორც გაგრილების, ასევე გათბობის ფუნქციებით, დისტანციური მართვის პულტით, ფერადი დისპლეით, ტაიმერით და სხვა ფუნქციებითაა აღჭურვილი.
უფრო მეტად დახვეწილ მოდელებში კი არასწორი ექსპლუატაციისგან დაცვის სისტემებიცაა გათვალისწინებული.
ფანჯრის კონდიციონერების ძირითად ნაკლად ხმაურის მაღალი დონე და ფანჯრის ღრიჭოში მისი დამონტაჟების აუცილებლობა მიიჩნევა, რაც საკმაოდ ახშობს ოთახის განათებას.
კედელში დამონტაჟების შემთხვევაში კი კედლის მნიშვნელოვანი ნაწილის მონგრევაა საჭირო. თუ ფანჯრის კონდიციონერის შეძენას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ მისი სიგანე ფანჯრის სიგანეზე ნაკლები უნდა იყოს.

სპლიტ-სისტემები
კედლის კონდიციონერი

კედლის კონდიციონერიყველაზე გავრცელებული კედლის, ანუ  კედლის ტიპის სპლიტ-სისტემის კონდიციონერია, რომელსაც საცხოვრებელ ბინებში ფართო მოხმარების გამო ხშირად საყოფაცხოვრებო კონდიციონერსაც უწოდებენ.
ამას გარდა მისი დაყენება შესაძლებელია ნებისმიერ საშუალო ზომის დაწესებულებაში, ბინაში, ოფისში, მაღაზიაში და ა.შ. მათი სიმძლავრე 2-7 კვტ საშუალებას იძლევა გააგრილოს ან გაათბოს 15-80 მფართი.
კედლის კონდიციონერი შედგება ერთი გარე და ერთი ან რამდენიმე (მულტი სპლიტ-სისტემა) შიდა ბლოკისაგან, რომლებიც ერთმანეთთან სპილენძის მილებითა და ელექტრო გაყვანილობითაა  დაკავშირებული.
მეტად ხმაურიანი კვანძები თავმოყრილია გარე ბლოკში, რადგან იგი შენობის გარეთ მონტაჟდება, ამიტომ მონობლოკურ, ფანჯრის კონდიციონერებთან შედარებით სპლიტ-სისტემები პრაქტიკულად უხმოა.
კედლის კონდიციონერის შიდა ბლოკს ჭერის ზედა ნაწილში აყენებენ, ფანჯარასთან ახლოს, ხოლო გარე ბლოკს კი ფანჯრის ქვემოთ. ასეთი განლაგება ამცირებს ბლოკებს შორის მანძილს და ბლოკთაშუა კომუნიკაციების სიგრძეს, რომელიც როგორც წესი 5-7 მეტრს არ აღემატება.
სპლიტ-სისტემების ფაქტიურ სტანდარტად ითვლება ჰაერის გამოშრობის ფუნქცია, ღამის რეჟიმი, ტემპერატურის ავტომატური კონტროლი, ჰაერის ნაკადის თანაბარი განაწილების ფუნქცია, ელექტროსტატიკური, ანტიბაქტერიალური და კუთხის (არომატიზირებული) ფილტრები, რომლებიც წმენდს ჰაერს მტვრისაგან, მიკროორგანიზმებისაგან და არასასიამოვნო სუნისგან.
უფრო ძვირადღირებულ მოდელებს დამატებითი მოწყობილობები გააჩნიათ, მისი საშუალებით ისინი გარე ტემპერატურის უფრო ფართო დიაპაზონში მუშაობენ (-250-დან +520-მდე) და გააჩნიათ საიმედო დამცავი სქემები არასტაბილური ელექტროენერგიის შემთხვევაში.

მულტისპლიტ-სისტემები

მულტი სპლიტ სისტემებიეს კონდიციონერები იგივე  სპლიტ-სისტემების ნაირსახეობაა. მათი მთავარი განსხვავება ისაა, რომ გარე ერთ ბლოკს უკავშირდება რამოდენიმე შიდა ბლოკი.
მულტისპლიტ-სისტემების დახმარებით შესაძლებელია ერთდროულად  რამოდენიმე ოთახში ჰაერის გაგრილება ან გათბობა სახლის, ოფისის, საწარმოს და ა.შ პირობებში.
ეს კონდიციონერები ისევე, როგორც კედლის კონდენციონერები, ჰაერის გაწმენდის და გამოშრობის, ღამის რეჟიმის, ტემპერატურის ავტომატური კონტროლის და ა.შ ფუნქციებითაა აღჭურვილი.

კასეტური კონდიციონერი

კასეტური კონდიციონერიკასეტური კონდიციონერი მიეკუთვნება სპლიტ სისტემას, რომლის შიგა ბლოკი მონტაჟდება შეკიდულ ჭერში.
შედეგად ბლოკი იფარება და ჩანს მისი მხოლოდ ქვედა ნაწილი, რომელიც დაფარულია დეკორატიული პანელით. შიდა ბლოკის სტანდარტული ზომებია 60X60 სმ.
სისტემიდან მიწოდებული ჰაერი თანაბრად ნაწილდება ოთხივე მიმართულებით.
ასე რომ ერთ კასეტურ  კონდიციონერს დიდ შენობაში სრულყოფილი ფუნქციონირება შეუძლია. ამისთვის მას საკმარისი სიმძლავრე გააჩნია.

ქსელური კონდიციონერი

როგორ ავირჩიოთ კონდიციონერიქსელური კონდიციონერის შიდა ბლოკი ისევე როგორც კასეტურის, დამალულია შეკიდულ ჭერში, მაგრამ განსხვავდება მისგან ჰაერგამტარი სისტემით, რომელიც ისეა განლაგებული მთელს ჭერზე, რომ ჰაერი სპეციალური ჩარჩო-გისოსებიდან თანაბრად ნაწილდება.
ასეთი სპლიტ-სისტემა რამოდენიმე ოთახის ერთდროულად კონდიცირების საშუალებას იძლევა. მათი სიმძლავრე 25კვტ-მდეა, რაც საკმარისია მრავალოთახიან სახლში ან ოფისში ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
ქსელური კონდიციონერების უპირატესობაა ის, რომ მათ შეუძლიათ შენობაში  ჰაერის როგორც გაგრილება, ასევე გათბობა ძალიან დაბალ ტემპერატურის შემთხვევაშიც კი. აგრეთვე  თუ თქვენთვის აუცილებელია ჰაერის გაწმენდა (მაგალითად თამბაქოს ბოლისგან), შესაძლებელია ნებისმიერი დამატებითი ფილტრის დაყენება.
არსებობს ისეთი ქსელური კონდენციონერების მოდიფიკაცია, რომელთა  დამონტაჟებას არ სჭირდება დიდი სივრცე. მთავარია კონდიციონერი შერჩეული იყოს გაგრილების და გათბობისთვის  საჭირო  სიმძლავრით და მონტაჟი მოხდეს ჰაერის თანაბარი ცირკულაციის სწორი გათვლით.
მისი გარე ბლოკის დაყენება უკეთესია თუ ჭერში ან აივანზე მოხდება, რადგან  მისი სერვისი ასე  უფრო მოსახერხებელია.

ჭერის და იატაკის კონდიციონერი

ჭერისა და იატაკის კონდიციონერიჭერის და იატაკის კონდიციონერი სპლიტ-სისტემის კიდევ ერთი ვარიანტია, რომლის შიდა ბლოკი დამონტაჟებულია ან იატაკზე, კედელზე მიბჯენით, ან ჭერზე (თუ ის შეკიდული არ არის).
იატაკზე განლაგების შემთხვევაში ჰაერის ნაკადი ვერტიკალურად მაღლა მიემართება, ჭერზე განლაგებისას კი ჰორიზონტალურად, ჭერის გასწვრივ. ასეთი გადაწყვეტის უპირატესობა არის ის, რომ ჰაერის ნაკადი პირდაპირ არასოდეს ხვდება ადამიანებს.
ამ კონდეციონერების შიდა ბლოკი საკმაოდ პატარაა, 25 სმ-მდე სიმაღლე და სიღრმე,რაც საშუალებას იძლევა მისი დამონტაჟება ფანჯრის რაფის ქვეშ მოხდეს.
ასეთი მონტაჟი საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული შიდა და გარე ბლოკების ერთმანეთთან დასაკავშირებელი რთული სამუშაოები, რამდენადაც შემაერთებელი მილებისა და ელექტროენერგიის გაყვანა მარტივი შესასრულებელია.

კოლონური კონდიციონერი

კოლონური კონდიციონერიკოლონური კონდიციონერი სპლიტ-სისტემის საუკეთესო ვარიანტია ისეთი დიდი სივრცის შენობებისათვის, სადაც  აუცილებელია გაგრილებული ან თბილი ჰაერის მძლავრი ნაკადი.
სისტემის შიდა ბლოკი, რომელიც კარადის ტიპისაა, იდგმება იატაკზე, ისეთ ადგილზე, რომელიც მაქსიმალურადაა მოცილებული ადამიანებისგან. კონდიციონერის საგდულების მიმართვა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით.
ასეთი სისტემა საუკეთესოა მუზეუმებისთვის, გამოფენებისთვის, დიდი სავაჭრო ცენტრებისთვის და ა.შ. ერთი სიტყვით იქ, სადაც დიდი რაოდენობის ხალხი მოძრაობს და ამავდროულად ინტერიერი არ იძლევა კედლის კონდიციონერების დაყენების საშუალებას.

მობილური კონდიციონერი

როგორ ავირჩიოთ კონდიციონერიმობილური კონდიციონერის ნებისმიერ ადგილზე გადატანაა შესაძლებელი, რაც აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალისტის დახმარების გარეშეც შეიძლება.
ამ ტიპის კონდიციონერი შეიძლება როგორც მონობლოკის, ასევე სპლიტ სისტემის სახით იყოს წარმოდგენილი.
მობილური კონდიციონერის მონტაჟი და მოხმარება ძალიან მარტივია, საკმარისია ჰაერგამტარი დრეკადი მილი სარკმლიდან ან კედლის ჭუჭრუტანიდან გაიყვანოთ შენობის გარეთ.
მისი მოქმედების პრინციპი კი ასეთია -შენობიდან მიღებულ ჰაერს იგი ყოფს ორ ნაკადად, ცივი ნაკადი რჩება შენობაში, ხოლო თბილი, მილის  საშუალებით გადის შენობის გარეთ.
ჩვეულებრივ, მობილურ კონდიციონერს გააჩნია გორგოლაჭები, რომელთა საშუალებით ადვილად შეიძლება მისი შენობაში გადაადგილება. მობილური კონდიციონერები შეიძლება აღჭურვილი იყოს ჰაერის გამწმენდი ფილტრებით, იონიზატორებით, პროგრამული ტაიმერით, დისტანციური მართვის პულტით.
მობილური კონდიციონერის არჩევის შემთხვევაში აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კონდენსატის ამკრების მოცულობას (ჭურჭელი,სადაც გროვდება სითხე), რადგან თუ ის პატარა იქნა, წყლის გადაღვრა ყოველ სამ საათში მოგიწევთ. მისი გავსების შემთხვევაში კი კონდიციონერი შეწყვეტს მუშაობას.

კონდიციონერის სიმძლავრის გამოთვლა

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარამეტრი, კონდიციონერის შერჩევის დროს, არის მისი გამოთვლა, ბევრს უჭირს განსაზღვროს რა სიმძლავრის კონდიციონერია მისთვის ოპტიმალური, ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ დამოუკიდებლად განსაზღვროთ თქვენთვის საჭირო სიმძლავრე.
სიმძლავრე (უფრო სწორად გაგრილების სიმძლავრე) ნებისმიერი კონდიციონერის ძირითადი მახასიათებელია. საორიენტაციოდ  მიიჩნევა  შენობის ყოველ 10მ2-ზე -1კვტ სიმძლავრე 2,7-3 მეტრი ჭერის სიმაღლის შემთხვევაში.
ანუ მიახლოებით რომ გაიგოთ რა სიმძლავრის კონდიციონერია საჭირო, ფართი სადაც კონდიციონერი უნდა განათავსოთ, უნდა გაყოთ 10-ზე. მაგალითად ფართი, სადაც კონდიციონერი უნდა დაამონტაჟოთ 40მ2 -ია, თქვენ დაგჭირდებათ 4კვტ სიმძლავრის კონდიციონერი.
აქ წარმოდგენილია  კონდიციონერის სიმძლავრისა და კვადრატულობის შეფარდების ზოგადი ცხრილი:


ათასი BTU
7
9
12
13
14
18
24
30
კვტ
1,6
2,0
2,6
3,5
3,7
4,0
5,2
7,0
8,0
2
16
20
26
35
37
40
52
70
80


კონდიციონერებზე სიმძლავრე ტრადიციულად მითითებულია BTU (British Thermal Unit)- ბრიტანული სითბური ერთეული. კილოვატებში ის ნიშნავს:
7000 BTU - 2.1 кВт
9000 BTU - 2.6 кВт
12000 BTU - 3.5 кВт
18000 BTU - 5.2 кВт
24000 BTU - 7.0 кВт
მაგრამ სასურველია თუ ასე მარტივად გამოთვლილ კონდენციონერის სიმძლავრეს 20-30%-ს  მიუმატებთ, შემდეგი  ფაქტორების გათვალისწინებით:
1)  შენობის მოცულობა;
2)   ჭერის სიმაღლე;
3)   შემინვის ფართი;
4)   შუქის მხარე (დასავლეთი, სამხრეთი და ა.შ);
5)   შენობაში ადამიანების რაოდენობა;
6)   ელექტროტექნიკის რაოდენობა (კომპიუტერი, ტელევიზორი და ა.შ);
7)   შენობის დანიშნულება;
უფრო ზუსტი გამოთვლა შესაძლებელია შემდეგი ფორმულით -შენობის სითბოს ნაკადი Q1=S x H x G. სადაც S შენობის ფართობია, H ჭერის სიმაღლე, ხოლო სითბური დატვირთვის კოეფიციენტი, რომელიც სტანდარტულია:  G=30 თუ მზიანი მხარე არაა, G=35 თუ საშუალო განათებაა და G=40 თუ მზიანი მხარეა.
მიღებულ შედეგს აუცილებლად უნდა მიუმატოთ  სითბოს ნაკადი Q2, რომელიც დამოკიდებულია  შენობაში მყოფი ადამიანების რაოდენობაზე. საშუალოდ  ერთ ადამიანზე იგი შეადგენს 100 ვტ-ს, მაღალაქტიურ ადამიანზე კი 300 ვტ-ს(მაგალითად თუ კონდენციონერი სპორტულ დარბაზშია საჭირო) ანუ Q2=100 x რამდენი ადამიანიცაა შენობაში.
მიღებულ შედეგს აუცილებლად უნდა მიუმატოთ Q3, სითბოს ნაკადი ელექტრო ტექნიკისგან. ერთ კომპიუტერზე ან ტელევიზორზე იგი შეადგენს მიახლოებით 300 ვტ-ს. შესაბამისად Q3=300 x  ერთეული ტექნიკის რაოდენობაზე.
შემდეგ ეს სითბოს ნაკადები იკრიბება - Q საერთო= Q1+ Q 2+Q3
მაგალითად თუ ოთახია 20მ2, ჭერის სიმაღლე 2,70მ, თუ მხარე მზიანია, შენობაში 3 ადამიანი იმყოფება და ტექნიკა შეადგენს ერთ კომპიუტერს+ ერთი ტელევიზორი , ხოლო შენობის დანიშნულება- ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინაა. გამოთვლა:
Q1 = 20 x 2,7 x 40 = 2160 ვტ.
Q2 = 100 x 3 = 300 ვტ
Q3 = 300 x 2 = 600 ვტ
Q საერთო = 2160+300+600 = 3060 ვტ ანუ 3,06 კვტ.
ე.ი ამ პარამეტრების გათვალისწინებით თქვენი კონდიციონერი არ უნდა იყოს 3,06 კვტ-ზე ნაკლები. 
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით კონდიციონერის სიმძლავრის შერჩევა უზრუნველყოფს კომფორტს, ელექტროენერგიის მინიმალურ ხარჯვას და მის ხანგრძლივ ექსპლუატაციის ვადას.

სამომხმარებლო ფუნქციები

იმისათვის რომ კონდიციონერის შეძენის დროს სწორი არჩევანი გააკეთოთ, აუცილებელია იცოდეთ კონდიციონერის სამომხმარებლო ფუნქციები:

შენობის გათბობის შესაძლებლობა

გათბობის რეჟიმში  კონდიციონერი ასრულებს იგივე ოპერაციას, რასაც გაგრილების რეჟიმში.  კონდიციონერი ამ დროს გამოყოფს სამჯერ მეტ სითბოს, ვიდრე მოიხმარს ელექტროენერგიას.
მაგრამ სითბოს რეჟიმით სარგებლობა მხოლოდ შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდშია შესაძლებელი. ზამთრის პერიოდში მათი გასათბობად გამოყენება რეკომენდირებული არ არის და ვერც შეასრულებს ამ ფუნქციას, რადგან იგი ჰაერს ათბობს არა ელექტროსპირალით ან ტენით, როგორც გამათბობელი, არამედ ქუჩიდან ოთახში შემოტანილი სითბოს ხარჯზე.
ამიტომ შეძენის წინ კარგად გაეცანით  რა  ტემპერატურულ დიაპაზონში მუშაობს კონდიციონერი.

ვენტილაციის შესაძლებლობა

გავრცელებულია აზრი, რომ ნებისმიერ კონდიციონერს შეუძლია არა მარტო ჰაერის გაგრილება, არამედ მისი ვენტილაცია. სინამდვილეში ის გარედან კი არ ისრუტავს ჰაერს, არამედ აგრილებს უკვე არსებულს.
სუფთა ჰაერის სრული მოცულობის დამატების ფუნქცია მხოლოდ ქსელურ კონდიციონერს გააჩნია. ვენტილიაციის შეზღუდული მოცულობა (საერთო მწარმოებლობის 10%-მდე) შესაძლებელია ფანჯრის, კასეტური და კოლონური კონდიციონერების ზოგიერთ მოდელის საშუალებით.
საყოფაცხოვრებო სპლიტ-სისტემებს არ შეუძლიათ შემოიტანოს შენობაში სუფთა ჰაერი. ამისათვის ვენტილაციის ცალკე სისტემაა საჭირო.

ავტომატური რეჟიმი

ამ რეჟიმში ვენტილიატორი თვითონ ირჩევს რეჟიმს (გაგრილება, გათბობა თუ ვენტილაცია) კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

ჰაერის გამოშრობა

გამოშრობის რეჟიმში მუშაობისას კონდიციონერი ამცირებს ჰაერის ტენიანობას. ეს ფუნქცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იქ, სადაც ძირითადად ნესტიანი კლიმატია.
თბილი ჰაერის შეხების მომენტში ცივ, სითბოსგარდამქმნელ რადიატორთან, რომელიც განთავსებულია  შიდა ბლოკში, რადიატორზე ხდება ნესტის კონდენსირება, რომელიც სადრენაჟო მილით გარეთ გაედინება.
ამ პრინციპით მუშაობს ყველა თანამედროვე ჰაერის გამშრობი.  ამიტომ  გამოშრობის რეჟიმში კონდიციონერი მუშაობს ისე, როგორც გაგრილების რეჟიმში.

ჰაერის გაწმენდა (ფილტრები)

კონდიციონერის ფილტრებიჰაერის გაწმენდისათვის შიდა ბლოკის სითბოს გარდამქმნელის წინ ერთ ან რამოდენიმე ფილტრს აყენებენ. ცენტრალური ფილტრის დანიშნულება ძირითადი დიდი ზომის მტვრისგან გაწმენდაა (უხეში გაწმენდის ფილტრი).
ეს ფილტრი ჩვეულებრივი ბადისებრი ფორმისაა, იგი იცავს დაბინძურებისაგან კონდიციონერის შიგა ნაწილებს. თუ ეს ფილტრი  გასასუფთავებელია, შეგიძლიათ იგი უბრალოდ თბილ წყალში გარეცხოთ.
დამატებითი ფილტრები (სუფთა გაწმენდის ფილტრი) გათვლილია ჰაერის წვრილი მტვრის ნაწილაკებისაგან, კვამლისა და მცენარეული მტვრისგან  გასაწმენდად.
როგორც წესი სპლიტ სისტემები აღჭურვილია ორი ფილტრით- პირველი კუთხის (სუფთა გაფილტვრის, რომელიც განკუთვნილია არასასიამოვნო სუნის გასაქრობად და მეორე -ელექტროსტატიკური (რომელიც აკავებს მტვრის ნაწილაკებს).
ასეთი ფილტრების ვარგისიანობა 6 თვიდან 2 წლამდეა, რის შემდეგაც მისი გამოცვლაა საჭირო.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჰაერის სუფთად გაწმენდა უფრო რეკლამაა, ვიდრე იძლევა რეალურ, ხელშესახებ შედეგს.
ჰაერის გასაწმენდად უფრო რეალურია სპეციალიზირებული ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა, რომელიც ამ საქმეს ნებისმიერ კონდიციონერზე უკეთესად უმკლავდება.

ტემპერატურის დაყენება

ტემპერატურის დაყენებაგაგრილებისა და გათბობის რეჟიმებისთვის შეიძლება სასურველი ტემპერატურის მიცემა 10სიზუსტით   16-დან 300ტემპერატურამდე დიაპაზონში.
ჩვეულებრივ ტემპერატურის სენსორი დაყენებული კონდიციონერის შიდა ბლოკში, ზოგიერთ მოდელს დამატებითი სენსორიც გააჩნია, რომელიც  მართვის პულტშია ჩამონტაჟებული.
ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომელ წერტილში მოხდეს ტემპერატურის გაზომვა.

ვენტილიატორის სიჩქარე

შიდა ბლოკის ვენტილიატორი შეიძლება სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავდეს, თან შესაბამისად ცვალოს შიდა ბლოკში გამავალი ჰაერის სიჩქარე და რაოდენობა.
ამ პარამეტრს ჰაერის მწარმოებლობა ეწოდება, იგი იზომება მეტრ კუბებში.
ჩვეულებრივ კონდეციონერებს 3- 5  ფიქსირებული სიჩქარე გააჩნია, პლუს ავტომატური რეჟიმი.
ავტომატურ რეჟიმში ვენტილიატორის სიჩქარე არსებული და მიცემული ტემპერატურის მიხედვით იცვლება. რაც მეტია სხვაობა მათ შორის, მით უფრო სწრაფად მუშაობს ვენტილიატორი.

ჰაერის ნაკადის მიმართულება

კონდიციონერის ჰაერის ნაკადის მიმართულებაჰაერის ნაკადის მიმართულება იქმნება შიდა ბლოკის მიერ. მისი რეგულირება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ჟალუზების საშუალებით ხდება, რომელსაც 5-7 ფიქსირებული მდგომარეობა გააჩნია.
გაგრილების რეჟიმში ამ ჟალუზების საშუალებით ჰაერის ნაკადს მიმართავენ ჰორიზონტალურად ჭერის გასწვრივ, რომ ცივი ნაკადი ადამიანებს არ ხვდებოდეს.
გათბობის შემთხვევაში კი ჰაერის ნაკადს პირიქით, ქვევით მიმართავენ, რადგან თბილი ჰაერი ცივზე მსუბუქია და მაღლა მიემართება.
ამას გარდა ჟალუზებს შეუძლია ავტომატურად იმოძრაოს ზემოთ-ქვემოთ და თანაბრად გადაანაწილოს ჰაერი მთელს შენობაში.
ზოგიერთ მოდელს, რომლის სიმძლავრე 5კვტ-ს აღემატება, დამატებითი ავტომატური ვერტიკალური ჟალუზები გააჩნია, რომელიც ჰაერის ნაკადს ჰორიზონტალური მიმართულებითაც არეგულირებს.

ჩართვის და გამორთვის ტაიმერი

24 საათიანი ტაიმერის საშუალებით შესაძლებელია კონდიციონერის ავტომატურად ჩართვისა და გამორთვის დრო დააყენოთ.
მაგალითად შეიძლება იგი დააყენოთ სამსახურიდან დაბრუნებამდე 1 სთ-ით ადრე, რათა სახლი გაგრილებული დაგხვდეთ.

ღამის რეჟიმი

ამ რეჟიმის ჩართვის შემდეგ კონდიციონერი აყენებს ვენტილიატორის მინიმალურ სიჩქარეს (ხმაურის შემცირებისთვის) და მწყობრად უმატებს (გაგრილების რეჟიმში) ან უკლებს (გათბობის რეჟიმში) ტემპერატურას 2-3 გრადუსით რამოდენიმე საათის განმავლობაში.
ითვლება, რომ ასეთი ტემპერატურის პირობები იდეალურია ძილისთვის. ამ რეჟიმის ჩართვიდან 7 საათში კონდიციონერი ავტომატურად ითიშება.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!!!

1 comment:

  1. მომეწონა, საუკეთესო ახსნაა! მადლობა

    ReplyDelete